ანი ნებიერიძის სამოქმედო სფეროებია სამოქალაქო, კორპორაციული, შრომის, ადმინისტრაციული და სააღსრულებო სამართალი. მას აქვს როგორც კერძო ისე საჯარო სამსახურში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება. ის მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შვიდი წლის განმავლობაში, იკავებდა სხვადასხვა პოზიაციას მათ შორის, საქმისწარმოების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას და ჩართული იყო ბიუროს საქმიანობის განვითარებაში. სსიპ ,,იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გავლილი აქვს შემდეგი ტრეინინგები: ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, ,,ეფექტიანი კომუნიკაცია“, ,,რთული სიტუაციების მართვა“, ,,სერვის პლიუსი და მომსახურების სტანდარტი“. უძღვებოდა ტრენინგებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო სისტემის თემატიკაზე  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის წევრებისა და სტუდენტებისთვის.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ანი იკავებდა უფროსი იურისტის პოზიციას იურიდიულ ფირმაში – Limitless Law Firm, ხელმძღვანელობდა იურისტთა ჯგუფს და შეიძინა გამოცდილება კორპორაციული სამართლის მიმართულებით.

2011 წელს მიენიჭა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრის ხარისხი. სტუდენტობის პერიოდში, ჩართული იყო ააიპ ,,თბილისელების ადვოკატის“ პროექტში.

მას მონაწილოება აქვს მიღებული ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) მიერ ორგანიზაბულ კონფერენციებში. ფლობს ინგისურ და რუსულ ენებს.

Ani Nebieridze

Contact:


Tel: +995 555 342 434

E-mail: [email protected]

 

Other team members