ეკატერინე არის შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიულ ჯგუფის პარტნიორი და ამავდროულად  იკავებს უფროსი იურისტის პოზიციას.

ეკატერინეს აქვს იურიდიული სფეროს სხვადასხვა სექტორში მუშაობის 6-ზე მეტი წლის გამოცდილება, მათ შორის 3-ზე მეტი წლის განმავლობში ის მოღვაწეობდა ადმინისტრაციული სამართლის მიმართლებით.

ეკატერინეს საქმიანობის სფერო მოიცავს კომპანიის უცხოელი კლიენტების საქართველოს სასამართლოებსა და სახელმწიფო/ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობას, კლიენტების კორპორატიული დოკუმენტების, მაგ.  შიდა პოლიტიკებისა და სხვათა შედგენას, კლიენტების მიერ ხელმოსაწერი კონტრაქტების მომზადება-რევიზიას. SNLG-ში მისი პრაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ადგილობრივ ან საერთაშორისო (EBRD, ADB და სხვ.) სატენდერო პროცესებში კომპანიის კლიენტების იურიდიული მხარდაჭერა.

სანამ ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა მას ეკავა აღმასრულებლის თანამდებობა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც მის მოვალეობებში შედიოდა საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სწრაფი და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა და სააღსრულებო წარმოების პროცესში კრედიტორსა და მოვალეს შორის დიალოგის ხელშეწყობა. ეკატერინეს მიღებული აქვს მადლობის წერილი კეთილსინდისიერებისა, ბიუროს საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისათვის. საჯარო სფეროს დატოვებამდე იგი აქტიურად იყო ჩართული ახალი „აღსრულების კოდექსის“ შემუშავებაში.

თავისი კარიერის საწყის ეტაპზე ეკატერინეს სტაჟირება აქვს გავლილი კერძო სფეროს წარმომადგენელ სხვადასხვა კომპანიებში. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში იგი სტაჟირებას გადიოდა იურიდიულ კომპანიაში „ერისთავი და პარტნიორები“. გარდა ამისა საბანკო სამართლის სფეროს ამომწურავად შესწავლის მიზნით ეკატერინეს ხანგრძლივი სტაჟირება აქვს გავლილი სს „ბანკი რესპუბლიკა“-ს (ამჟამად სს „თიბისი ბანკი“) სხვადასხვა დეპარტამენტში, მათ შორის საკრედიტო ოპერაციების, იურიდიულ და HR დეპარტამენტებში.

ეკატერინე, სტუდენტობის პერიოდში, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობაში. მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობებისა და ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებულ პროექტებში. ორგანიზატორის სტატუსით ჩართული იყო პროექტში – GIFSU (Georgian International Forum of Students Unions), რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვივნენ სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ეკატერინეს ასევე გავლილი აქვს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული კურსი FIDIC-ის ხელშეკრულებების პრაქტიკულ ასპექტებსა და ძირითად გამოწვევებზე.

ეკატერინე 2018-2019 წლებში ჩართული იყო UNDP-ს და GEF-ის პროექტში „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის სისტემა ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ბათუმსა და აჭარის რეგიონში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარება. პროექტი წარმატებით დასრულდა და ახლა იგეგმება პროექტის იმპლემენტაციის პროცესი.

2019 წელს ეკატერინემ გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლის, ბერკმან კლეინის ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული კურსი საავტორო სამართალში (CopyrightX), რის შემდეგაც მიიღო ჰარვარდის სამართის სკოლის სერტიფიკატი.

ეკატერინემ წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2018 წელს და წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აქტიურ წევრს.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Ekaterine Bakuradze

Contact:


Tel: +995 577 97 83 94

E-mail: [email protected]

Other team members