ეკატერინე არის სამოქალაქო, კორპორაციული, შრომის, კომერციული და სატრანსპორტო სამართლის სპეციალისტი.

მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სამსახურში მუშაობის თექვსმეტზე მეტი წლის გამოცდილება. ეკატერინე სხვადასხვა დროს თავისი პროფესიით მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, საქართველოს რკინიგზაში, სს „საქართველოს ბანკსა“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. თბილისის სატრანსპორტო კოპანიაში მას ეკავა იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიცია. 

საერთაშორისო ორგანიზაციაში (UITP – International Association of Public Transport) გავლილი აქვს ერთწლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ ეკატერინეს მიენიჭა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო მენეჯერის კვალიფიკაცია. ასევე გავლილი აქვს ამავე ორგანიზაციის სემინარი საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში „უკეთესი საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მოწყობის უზრუნველყოფის“ მიმართულებით. ეკატერინე აქტიურად იყო ჩართული 2013 წელს შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესში დამსაქმებელთა ინტერესების დაცვის კუთხით.

2020 წლის იანვრამდე იკავებდა მთავარი იურიდიული მრჩევლის პოზიციას „თეგეტა მოტორსში კერძო სამართლის მიმართულებით.

ეკატერინემ 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. გარდა ზემოაღნიშნულისა მას გავლილი აქვს ტრენინგები მედიაციაში, შრომის სამართლაში, სამოქალაქო საპროცესო სამართალში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში, საგადასახადო სამართლაში, ბავშვთა უფლებების დაცვის, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმით წარმოებასა და სხვა სფეროებში.

ეკატერინემ წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2008 წელს და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აქტიური წევრი. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Contact:


Tel: + 995 577 53 02 03

E-mail: [email protected]



Other team members