ქალბატონ ქეთევან ბოკუჩავას აქვს 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილება HoReCa ინდუსტრიაში, სასტუმროების ყოველდღიური მენეჯმენტიდან მთლიანი კონცეფციის შექმნის ჩათვლით. დღეს მისი პორტფელის მომსახურება მოიცავს კონსულტაციებს სასტუმროს მენეჯმენტთან დაკავშირებით, სასტუმრო ინდუსტრიის პროექტების ოპერატიულ აუდიტს, მოლაპარაკებების წარმოებასა  და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობას, სასტუმროს გახსნამდე პროცესების წარმართვას OS & E– ს ჩათვლით, ასევე მუშაობს ბიუჯეტის შედგენაზე,  რეკრუტინგსა და ტრენინგებზე.

ქეთევანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  სამართლის მაგისტრის ხარისხს. გარდა ამისა, მას აქვს Les Roches საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის პროგრამის დიპლომი. Les Roches, რომელიც შედის QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგების ტოპ სამეულში, წარმოადგენს სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში ერთ-ერთი წამყვან  საგანმანათლებლო დაწესებულებას და აკრედიტირებულია ახალი ინგლისის სკოლებისა და კოლეჯების ასოციაციის (NEASC) უმაღლესი განათლების ინსტიტუტების (CIHE) კომისიის მიერ. 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Ketevan Bokuchava

Contact:


E-mail: [email protected]

Other team members