ქეთევანის სამოქმედო სფეროებია სამოქალაქო, კორპორაციული, საბანკო, ინტელექტუალური საკუთრების, შრომის, საოჯახო, ადმინისტრაციული და სააღსრულებო სამართალი. მას აქვს იურიდულ სფეროში მოღვაწეობის  შვიდზე მეტი წლის სამუშაო გამოცდილება.

სანამ ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა ქეთევანს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ეკავა აღმასრულებლის თანამდებობა. ორჯერ აქვს მიღებული მადლობის წერილი კეთილსინდისიერების, ბიუროს საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისათვის. საჯარო სფეროს დატოვებამდე იგი აქტიურად იყო ჩართული ახალი „აღსრულების კოდექსის“ შემუშავებაში და კოლეგებთან ერთად ატარებდა ტრენინგებს სტუდენტებისთვის ამავე სფეროში. ქეთევანი ასევე იყო სტაჟიორი უნგრეთში საქართველოს საელჩოში. ის არჩეულ იქნა  მკვლევარი ასისტენტის პოზიციაზე პროფესორ ინგებორგ შვენზერთან და სხვა ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ახორციელებს ქართული სამართლის კვლევას  „საერთაშორისო გაყიდვებისა და ხელშეკრულებების“ (“Global Sales and Contracts Law“ (GSCL))  მეორე გამოცემისთვის, რომლის პირველი წიგნიც დაიბეჭდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის მიერ (OUP) 2012 წელს.

ქეთევანმა წარმატებით მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი, ხოლო ამჟამად სწავლობს უნგრეთში კაროლი გაშპარის უნივერსიტეტში საერთაშორისო და ევროპის ბიზნეს სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.

ქეთევანი სტუდენტობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული როგორც აკადემიურ, ასევე არააკადემიურ სტუდენტურ აქტივობებში, მათ შორის: იუსტიციის სასაწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU National Center for ADR) პროქტში „თანამედიატორები“ და ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP),  ევროპის იურისტთა ასოციაციის (ELSA), საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცის (YATA Georgia), AIESEC საქართველოს მიერ ორგანიზებულ პროექტებში და კონფერენციებში.

ქეთევანი მონაწილეობდა ევროკავშირის საგრანტო პროგრამის (Erasmus+) ფარგლებში ჩატარებულ პროქტებში შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ესპანეთი, იტალია, სომხეთი.

2019 წელს ქეთევანმა წარმატებით გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი კურსი CopyrightX საავტორო სამართალში. ამავდროულად ის არის  ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის (Willem C. Vis Moot) 2019-2020 წლის  იმიტირებულ პროცესის მონაწილე.

ქეთევანმა წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2016 წელს. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Contact:


Tel: +995 598 76 22 12
E-mail: [email protected]

Other team members