HR ადმინისტრირება

ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებისთვის  სხვა საკითხებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და სტანდარტების დანერგვა, ასევე ისეთი შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგება, როგორიცაა მაგალითად შინაგანაწესი და ბრძანების ფორმები. SNLG მზადაა გაგიწიოთ იურიდიული დახმარება და შრომითი ურთიერთობის მიმართულებით გთავაზობთ შემდეგი ტიპის მომსახურებას: საბონუსე სისტემის შექმნა და დანერგვის კოორდინაცია, თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება/შეფასების სისტემის (კომპეტენციების ან/და ეფექტურობის და…

ტურიზმის სფერო

ტურიზმის სფერო ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია და შესაბამისად საქართველოშიც მაღალია დაინტერესება ამ მიმართულებით. ზოგადად, ტურისტული სფერო, როგორიცაა თანამშრომლობა სასტუმროებთან სხვადასხვა მიმწოდებლებთან, უშუალოდ თანამშრომლებთან და ა.შ. საკმაოდ შრომატევად და მოცულობით საქმიანობას მოითხოვს. ჩვენს კომპანიას აქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება კორპორაციულ კლიენტებთან და აღნიშნულ სექტორში მომუშავე ცალკეულ კერძო პირებთან. შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ სერვისის მაღალ ხარისხს, ვინაიდან ვაცნობიერებთ რომ…

სამშენებლო სამართალი

უკანასკნელი 20 წლის მონაცემებით, სამშენებლო სექტორი, საქართველოში არსებული ბიზნეს სფეროების  ერთ-ერთ ლიდერ და წარმატებულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. შესაბამისად,  გაიზარდა დაინტერესება და ჩართულობა არამარტო მომხმარებლებისა და ამ სფეროს წარმომადგენლებისგან, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც. შემუშავდა ახალი საკანონმდებლო აქტები და რეგულაციები. კომპანია ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზედმიწევნით დაიცვას და აღასრულოს კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევი მხარის მიმართ გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობის…

განათლება

განათლება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი სფეროა, ვინაიდან განათლების უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული და სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან. სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ბუნებრივია საჭიროებს სხვადასხვა რეგულაციების დადგენას,  რათა საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა. საქართველოში განათლების სფეროს მენეჯმენტში ჩართულნი არიან სხვადასხვა რგოლის აღმასრულებელი…

შრომის სამართლი

შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი გთავაზობთ  შრომის სამართლის სფეროში არსებული  სერვისების ფართო სპექტრს, სადაც ყურადღება გამახვილებულია სამუშაო ადგილის პოლიტიკისა და სხვადასხვა პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებაზე, შრომით ურთიერთობებსა და მათ შესაბამისობაზე ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებთან. ჩვენი გუნდის მომსახურება მოიცავს შრომითი ხელშეკრულებების შემუშავებას, შინაგანაწესის შექმნას, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების მომზადებას, ხოლო შრომითი დავის არსებობის…

სასტუმრო ინდუსტრია

ჩვენმა ჯგუფმა წარმატებით  განახორციელა სასტუმრო ინდუსტრიის რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება, როგორიცაა საერთაშორისო ოპერატორებთან მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება. ამავდროულად, ჩვენს კონსულტანტთან, ქალბატონ ქეთევან ბოკუჩავასთან ერთად, რომელსაც აქვს HoReCa-ს ინდუსტრიაში 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ სასტუმროების მენეჯმენტისთვის ყოველდღიურ  კონცეფციის შექმნას, პერსონალის მომზადებას, ვეხმარებით დეველოპერებს პროექტის თითოეული ეტაპის სწორად წარმართვაში, მათ შორის გავცემთ კონსულტაციებს ნახაზებისა…

ინტელექტუალური საკუთრება

შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი დაიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ თქვენს უფლებებს, რომლებიც მოიცავს პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, საავტორო უფლებებს, დიზაინებს და სხვ. იმდენად, რამდენადაც ინტელექტურალური საკუთრების უფლებები ჩვენი კლიენტების ბიზნეს საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ მათ მაქსიმალურად ეფექტური სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ინტერესების დაცულობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. SNLG-ს საქმიანობის სფეროები…

სააღსრულებო სამართალი

შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის საქმიანობა არ ამოიწურება მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობით, თქვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში. ასევე, ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი გთავაზობთ წარმომადგენლობას აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში. გარდა ამისა, დაგეხმარებით ბიუროსგან ფაქტების კონტრატაციისა და სხვა სერვისების მიღებაში. ჩვენ…

ბანკები და ფინანსები

ბანკები და ფინანსები ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მას შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის საქმიანობის სფეროებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ჩვენი გუნდი უდიდესი გამოცდილებითა და აღნიშნული სექტორისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მიდგომით დაგეხმარებათ ინოვაციური და კომპლექსური საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებაში, როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენ ვთავაზობთ რჩევებს ფიზიკურ პირებს, კორპორაციებსა და საფინანსო ინსტიტუტებს საბანკო და…

ლიცენზიები და ნებართვები

საქართველოში პირველი ნაბიჯი ბიზნესის დაწყებისას გახლავთ საწარმოს რეგისტრაცია. ბიზნესის რეგისტრაციით მფლობელი იღებს ლეგალურ სისტემაში საქმიანობისთვის დამახასიათებელ დაცვას. მიუხედავად ამისა, ის საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების მომენტიდან. საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ…