შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიულ ჯგუფს გააჩნია სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე კომპანიების იურიდიული მხარდაჭერის მრავალწლიანი ისტორია, მათ შორის არიან სარკინიგზო, საავტომობილო, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქალაქთაშორისი ტრანსპორტის წარმომადგენლები. ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ გამოცდილება და ფართო კვალიფიკაცია, წარმოადგინონ კლიენტები თავიანთი ბიზნეს ოპერაციების ყველა ასპექტში, მათ შორის სახელმწიფო რეგულირების მიმართულებით.

იქიდან გამომდინარე, რომ სატრანსპორტო დარგი ექვემდებარება საკანონმდებლო მოწესრიგებას, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სწრაფი განვითარების შეუფერხებლად მოაქციოთ თქვენი ბიზნესი საკანონმდებლო ჩარჩოებში, ასევე, წარმოვადგენთ და დავიცავთ თქვენს ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას. ჩვენი საქმიანობის სფეროები ამ მიმართულებით მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება ისეთი საკითხებით, როგორებიცაა ავტომობილების რეგისტრაცია, ავტოტრანსპორტის ტექნიკური შემოწმება, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.

ჩვენს გუნდს აქვს სატრანსპორტო ინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება, შესაბამისად ჩვენ კარგად ვიცნობთ მის პრობლემურ მხარეებს. ჩვენი იურისტები იურიდიული რჩევებისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით დაგეხმარებიან როგორც მნიშვნელოვანი, ასევე, ყოველდღიური გარიგებების დადებაში, შესყიდვებისა და გაყიდვების განხორციელებაში.