შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი გთავაზობთ  შრომის სამართლის სფეროში არსებული  სერვისების ფართო სპექტრს, სადაც ყურადღება გამახვილებულია სამუშაო ადგილის პოლიტიკისა და სხვადასხვა პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებაზე, შრომით ურთიერთობებსა და მათ შესაბამისობაზე ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებთან. ჩვენი გუნდის მომსახურება მოიცავს შრომითი ხელშეკრულებების შემუშავებას, შინაგანაწესის შექმნას, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების მომზადებას, ხოლო შრომითი დავის არსებობის შემთხვევაში ჩვენი იურიდიული ჯგუფი ერთ შემთხვევაში იცავს დამსაქმებლის, ხოლო მეორეში – დასაქმებულის ინტერესებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენს კომპანიას აქვს მოგებული არაერთი შრომითი დავა.

გარდა ამისა, SNLG-ის მმართველი პარტნიორი, ქალბატონი ეკატერინე შანიძე აქტიურად იღებდა მონაწილეობას 2013 წელს საქართველოს შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიღების პროცესში.

ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ გაგიწოთ იურიდული დახმარება რათა თქვენ და თქვენი კომპანიის საქმიანობა მოერგოს კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულ ცვლილებებს და ფეხი აუწყოთ მნიშვნელოვან და უნიკალური გამოწვევებს. შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი ასევე, უზრუნველყოფს  დოკუმენტაციის მომზადებას შემდეგი მიმართულებებით:  ჯანმრთელობის დაცვა, შრომისა და დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხები და მათი შესაბამისობა არსებულ რეგულაციებთან.